1. პროექტის სახელი : ვინ ვის როგორ ესალმება?
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისალმების სხვადასხვა ფორმა არსებობს. როცა უცნობ ადამიანს შეხვდებით ან მასთან გასაუბრებას გადავწყვეტთ აუცილებლად უნდა მივესალმოთ.მისალმება საჭიროა არა მხოლოდ მეგობრებთან, არამედ მეზობლებთან, თანამშრომლებთან და უბრალო ნაცნობებთანაც კი. საკონტაქტოდ როგორც თავაზიანი, ისე უხეში ჟესტიც გამოიყენება. თუმცა ყველაფერი წესისა და კანონის შესაბამისად ხდება. ამიტომ ნუ განაწყენდებით თუ კი მოგზაურობისას ზოგან ენას გამოგიყოფენ, ზოგან კი ენის ტყვიას ანუ ნერწყვს მოგახვედრებენ. თქვენც ანალოგიურად უპასუხეთ და ეს თავაზიანობაში აუცილებლად ჩაგეთვლებათ. ჩვენ გვსურს გავეცნოთ მისალმების ფილოსოფიას და გავიგოთ ვინ ვის ბავშვები ისწავლიან მისალმების მნიშვნელობას.
გაეცნობიან თუ როგორ ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარ–ჩვევები.
3. პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.
მოიძიებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ზოგადად მისალმების მნიშვნელობაზე, მისალმების სხვადასხვა ფორმებზე. თითოეული ჯგუფი იმუშავებს რამდენიმე ქვეყანაზე.
პროექტის ბოლოს ჯგუფები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებს(სლაიდების, პლაკატების, სხვადასხვა თვალსაჩინოების საშუალებით ).
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს შორის გაიმართება დისკუსია მისალმების ფორმებზე. მოსწავლეები აირჩევენ ყველაზე სასაცილო, ყველაზე უსიამოვნო და ყველაზე მისაღები მისალმების ფორმებს.
5.პროექტის ხანგრძლივობა: ერთი კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის ბოლოს მოსწავლეებს ეცოდინებათ მისალმების როგორი ფორმები არსებობს მსოფლოში, როგორ მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია ინტერნეტით ან სხვა წყაროებით.
7. სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეებს შორის მოხდება ინფორმაციის გაზიარება და ცოდნის შეძენა.
მშობლები ინფორმირებულები იქნებიან თავიანთი შვილების შესახებ.
9. მონაწილეები სხვა სკოლიდან: მოვიწვევთ სხვა სკოლის მე–9 კლასის მოსწავლეებს, პროექტში მონაწილე მოსწავლეების მშობლებს და მასწავლებლებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ინფორმატიკა. მოსწავლე გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას/ სასწავლო მასალას/ სასწავლო რესურსებს ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით.
ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს.
კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებაზე მსჯელობისას.
11. პროექტის ფასილიტატორი: სალომე ჩიკაშუა.
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: salichikashua@gmail.com



ჩემი პირველი პროექტი და პირველი ელექტრონული ვერსია............რა მაგარიააა..........მომწონს.
ReplyDeleteსალო,გილოცავ ძალიან საინტერესო თემაა!!!
ReplyDeleteძალიან მომეწონა სალო. ეგ იგივე სხეულის ენას უკავშირდება. ბავშვებს ძალიან დააინტერესებთ ეგ თემა და თან უცხო ენის სწავლება აუცილებლად ამ ენოვან კულტურასთან ერთად უნდა მოხდეს.
ReplyDeleteძალიან მომეწონა,კარგია ძალიან...წარმატებებიიიი....
ReplyDeleteძალიან საინტერესოა და სახალისო.
ReplyDelete